ერთი დღე რჩება ბერლინის ტურისტული გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე.
მასშტაბური საერთაშორისო ექსპოზიციის წარმომადგენელი წელს საქართველოა. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – 180-ზე მეტ სახელმწიფოს შორის, ჩვენი ქვეყანა ამ გზავნილით წარდგება. თითქმის მზად არის ქართული სტენდი, რომელიც წელს 1000 კვადრატულ მეტრზე გამოფენის ცენტრში იქნება წარმოდგენილი და „აითიბი ბერლინის“ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას გააცნობს. გამოფენას საქართველო გრანდიოზული გალა კონცერტით გახსნის. ბერლინში გამოფენის გახსნაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.