საქართველო „ITB ბერლინზე“

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და საქართველოს მასპინძლობით გამართული მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენა დაიხურა.

სამი დღის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ტურისტული პოტენციალი 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს და 200 000-მდე დამთვალიერებელს გააცნო. საქართველო საგამოფენო სივრცეში მთავარი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს ტურისტულ რეგიონებში ვირტუალური მოგზაურობა, ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მრავალფეროვნებასთან და მემკვიდრეობასთან ზიარება და ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ.