ტურისტული ბიზნესი - მთავრობის გადაწყვეტილება

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს  უსაფრთხო, მწვანე კორიდორი ექნება, სავარაუდოდ ისრაელი იქნება. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გააკეთა. თუმცა მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან.  ეკონომიკის  სამინისტრო, ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პროექტზე მუშაობს და ის რამდენიმე დღეში საჯარო გახდება.

ნათია თურნავას განცხადებით, გაიდლაინების პირველადი პროექტი, უკვე მზადაა.