თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ. კენჭისყრა დასრულებულია. იწყება ხმების დათვლის პროცესი. სულ ერთი კანდიდატია – ჯაბა სამუშია. პარალელურად, სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. შეკრებილების განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული. შეგახსენებთ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.