თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა, თსუ-ს რექტორს გიორგი შარვაშიძეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, სტუდენტებს, პროფესორებსა და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა.
შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა. მან უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროფესორ-მასწავლებლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.