„ტრიბუნას“ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

პოლიტიკურმა მოძრაობა „ტრიბუნამ“ „ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“ წარადგინა. განსახილველ საკითხთა შორის იყო სიღარიბე, უმუშევრობა და დემოგრაფიული პრობლემები. პრეზენტაციაზე ასევე იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ხელისუფლების მხრიდან უნდა გადაიდგას. კონფერენციას ეკონომისტები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.