ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის ტრენინგები იმართება საჯარო სკოლის დირექტორებისთვის.
მონაწილეები ფინანსების განკარგვისა და კონტროლის გარდა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებს, ადმინისტრაციული საქმის წარმოების დეტალებს და ადმინისტრირების სხვა ნიუანსებს ეცნობიან. სატრენინგო პროგრამის შემუშავებაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც იყო ჩართული.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით განხორცილდება.