აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა

ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სენატის ასიგნებების კომიტეტის დამტკიცებულ კანონპროექტში აღარ არის 15%-იან შეზღუდვის დათქმა, რაც დავით ზალკალიანის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი პროგრესია.

პროექტი საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ გზავნილს მოიცავს, რომლის მიხედვით, ამერიკისგან გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს ის სახელმწიფო, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები.