საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს ეფექტური კომუნიკაციების მომსახურების სფეროში „112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგები ჩაუტარდათ. 4-კვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ, საწყის ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანების 100 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.