ტრანსპლანტაციის ახალი სახელმწიფო პროგრამა

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებში სახელმწიფო დაფინანსების წილი გაიზრდება. ამ მიზნით შეიქნა ცალკე სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში პაციენტს დანახარჯების უმეტეს ნაწილს ბიუჯეტიდან აუნაზღაურებენ.

ახალი პროგრამით უკვე ისარგებლა პირველმა მოქალაქემ, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ბათუმში გაუკეთდა. ქირურგიული ჩარევა საკმაოდ ძვირი ღირს და ათეულ ათასობით ლარს აღწევს, რის გამოც პაციენტთა ნაწილს დაფინანსების ლოდინი უწევს, ეს კი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მომავალში პროგრამის გაფართოება იგეგმება, რაც სახელმწიფოს მეტ ჩართულობას სხვა ორგანოების გადანერგვის დაფინანსებაშიც გულისხმობს.