საქართველოს ავიაბაზარზე ახალი, ჰოლანდიური ავიაკომპანია „ტრანსავია“ გამოჩნდა. დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა ამსტერდამიდან შეასრულა. პირველ რეისს საქართველოში ჩამოჰყვა ავიაკომპანიის დირექტორიც, მას და პირველ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ.