ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლაში

ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლაში – მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. მათგან ერთი არასრულწლოვანი გოგონაა. შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი დინებამ გაიტაცა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა შეძლეს ერთი ადამიანის გადარჩენა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. დაღუპულთა ცხედრები კი, თერჯოლის მერის განმარტებით, ქუთაისის პროზექტურაშია გადაყვანილი. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.