არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები ახლაც გრძელდება. პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – სადენის დაზიანების და შედეგად დენის გატარების შემთხვევაში, რატომ არ იმუშავა ავტომატური გათიშვის სისტემამ. ასევე უცნობია, გახდა თუ არა გამოძიების საგანი ის განცხადებაც, რომელსაც დღეს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. კომპანია „ელემსი“, რომელმაც ვაკის პარკის ისტორიული შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი მოამზადა, ამტკიცებს, რომ სამუშაოების ჩატარების დროს პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა დაირღვა. იგულისხმება შადრევანში ჩამონტაჟებული ტუმბო, რომელიც, „ელემსის“ წარმომადგენლის მტკიცებით, არა უშუალოდ შადრევანში, არამედ მის გარეთ უნდა მოწყობილიყო.