წლევანდელი ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედანი, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი.
ცოტა ხნის წინ, სოფელს ლაპლანდიიდან სანტა კლაუსი ესტუმრა, რომელმაც ადგილზე შეკრებილ პატარებს საჩუქრები დაურიგა. სანტა თბილისში ორი კვირა დარჩება და ამ დროის განმავლობაში ბავშვებს ყოველდღე თავის სახლში უმასპინძლებს. ლაპლანდიელ სტუმარს საახალწლო სოფელში ქართველი თოვლის ბაბუ დახვდა.
მარიკა შალიკაშვილი ადევნებდა თვალს ცერემოანიას.