ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს ანსამბლმა „რუსთავმა“ უმასპინძლა.
ანსამბლმა არტოს ბაღში რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი წარადგინა და ტოჩინოშინს იმპერატორის თასის მოპოვება, ისტორიული მოგება და ოძეკის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
ლევან გორგაძეს ანსამბლის წარმომადგენლებმა საჩუქრად 380 ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერების ალბომი და აუდიოდისკები გადასცეს. ამასთან, მიიწვიეს იაპონიაში დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.