პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლეს [ფოტო]

16:44, 05.06.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეტოჩინოშინს უმასპინძლეს.

პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ლევან გორგაძეტოჩინოშინმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსღირსებისორდენის მინიჭებისათვის.

 

მსგავსი