ტოჩინოშინის წარმატება

ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დაამარცხა.

წლის მეორე სუპერ-ტურნირის, ჰარუ ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.

ქართველმა გოლიათმა შეხვედრა მძლავრი ტაჩიაით დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა. ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა ნიშიკიგიმ თავის შემაგრება საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მოახერხა. საბოლოო ჯამში, ლევან გორგაძემ მეტოქე მაინც დაამარცხა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა – 2:2.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად დადებითი ბალანსი, ანუ  მინიმუმ რვა გამარჯვება სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება.