ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება. ლევან გორგაძემ, ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იყო. ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის მოპოვება სჭირდება. ამისათვის ლევან გორგაძემ მინიმუმ რვა დაპირისპირებაში უნდა გაიმარჯვოს.