ლევან გორგაძეს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

ტოჩინოშინი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლევან გორგაძეს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. ქართველი სუმოისტი სამშობლოში ხუთი დღე დარჩება. ტოჩინოშინი ჯერ კახეთში გაემგზავრება, მერე კი ბათუმში, სადაც სარეკლამო რგოლში გადასაღებად ელიან.

ლევან გორგაძე იაპონიაში 21 ივნისს დაბრუნდება. სავარჯიშო პროცესს განაახლებს და ნაგოიას ბაშოს წინა მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ტოჩინოშინმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ბოლოს ისევ ტრავმით ასპარეზობდა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ნაგოიას ბაშომდე უკეთეს ფორმაში იქნება.

დატოვე კომენტარი