თხილის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება.
სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდირების პროგრამა ერთ ჰექტარზე 500-ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს. ამ თანხით ფერმერებმა თხილის პლანტაციების მოვლის საშუალებები უნდა შეიძინონ. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით უკვე ათი ათასობით ფერმერმა ისარგებლა. მოსავლის და პროდუქციის ხარისხის გასაზრდელად მეთხილეები მეტ ხელშეწყობას ითხოვენ.