თხილის ექსპორტი გაიზარდა

პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში თხილის ექსპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. 10 თვის სტატისტიკამ 2019 მონაცემებს გადაასწრო. ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ფერმერები თხილის წლევანდელი მოსავლითა და ხარისხით კმაყოფილები არიან. მათთვის საშეღავათო პროგრამების ამოქმედებას მთავრობა მომავალ წელსაც აანონსებს.