საბედისწერო წყალქვეშა ექსპედიცია.
ამერიკის სანაპირო დაცვამ დაადასტურა, რომ ატლანტის ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ნამსხვრევები იმ წყალქვეშა ექსპერიმენტულ ნავს ეკუთვნის, რომელიც კვირას თითქმის 4 000 მეტრის სიღრმეში ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩაეშვა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდი წყალში ჩაშვებიდან მალევე აფეთქდა, რადგან სავარაუდოდ, ძლიერ წნევას ვერ გაუძლო. კატასტროფის მიზეზების დასადგენად და გამოძიების დასაწყებად ახლა ფსკერიდან ნავის ნამსხვრევების ამოტანაა საჭირო, რისთვისაც დისტანციურად მართვად აპარატურას იყენებენ. პულტით მართვად და გარედან დალუქულ თითქმის 7-მეტრიან წყალქვეშა ნავ „ტიტანისთვის“ ეს პირველი ექსპედიცია არ ყოფილა. ხომალდთან კავშირი 18 ივნისს, წყალში ჩაშვებიდან თითქმის ორ საათში გაწყდა.