ამერიკული ხომალდის შემოსვლა

ბათუმში შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა.

ამერიკულ დელეგაციას პორტში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ. ვიზიტის მიზანია აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება. ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გაიმართა ერთობლივი საზღვაო წვრთნები.