გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, უწყების პრიორიტეტები გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.