„თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა. ბრალდებულს ერთი მუხლი მოუხსნეს და მხოლოდ ყაჩაღობას ედავებიან. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იარაღი, რომლითაც მამაკაცი ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა, სათამაშო იყო. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და მომხდარს ოჯახში არსებული პრობლემებით და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხსნის. როგორც ირკვევა, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე მამაკაცმა ბანკის შენობა დატოვა და სახლში წავიდა. თავდასხმა ორი დღის წინ მოხდა. „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეჭრილი მამაკაცი თანხას ითხოვდა.