„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აგრძელებს. იან მალკჰოლმ ჰოკის ადვოკატის მტკიცებით, ყოფილმა ბანკირებმა „თიბისი ბანკის“ სააქციო საზოგადოება დააზარალეს და შესაბამისად, ახლა 16 მილიონ ლარზე მეტის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ბრიტანელი აქციონერის ინტერესების დამცველი დიმიტრი თორაძე მოპასუხე მხარის ადვოკატებს სატელევიზიო დებატებშიც იწვევს.