საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას აგრძელებს.
პროგრამა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, სადაც ამ ეტაპზე 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მიიღებიან. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში, 45 დღეს არ აღემატება. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება კი 2700 ლარია. მნიშვნელოვანია, რომ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აქტიური რეზერვის მიზანი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაა.
ნახეთ გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტი.