„თერგის“ მოვაჭრეები კომპენსაციებს ითხოვენ

„თერგის“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

მოვაჭრეები კომპენსაციებს ითხოვენ. ოფიციალური განცხადებები არ კეთდება, თუმცა პირად საუბრებში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაზღვეული მხოლოდ 3 მოვაჭრე იყო.

ხანძარი გუშინ გაჩნდა და 250 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა. მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.