მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „ტერცო მონდოს“ პრემიერა გაიმართა.
ფილმი, რომელშიც მაყურებელი უფროს და ახალი თაობის მსახიობებს იხილავს, აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით შეიქმნა და მოგვითხრობს სამი თაობის ამბავს, რომელიც ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული. პრემიერას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.