საფრანგეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ქუჩებში პოლიციის დამატებითი ძალები გამოიყვანეს. ქალაქ ავინიონში სამართალდამცველებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს. ის მოქალაქეებს ემუქრებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეირაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებზე აპირებდა თავდასხმას.
მანამდე ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლეს. ნიცის მერი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ტერაქტს. ასევე, რამდენიმე საათის წინ, საუდის არაბეთში, ქალაქ ჯედაში, შეიარაღებულმა პირმა საფრანგეთის საკონსულოს უსაფრთხოების თანამშრომელზე სცადა თავდასხმა. „როიტერის“ ცნობით, მამაკაცი დაკავებულია.