ნიგერიაში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილას თავი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთდროულად აიფეთქა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.