საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ასწლეულის ათვლას იწყებს.
დაარსების თარიღი, 16 იანვარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის დღედ გამოცხადდა. თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. მან 2022 წლის სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და 2023 წლის ახალ პროექტებზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წელი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის წლად გამოცხადდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ნიკო ნიკოლაძის პირადი არქივის ნაწილი, კერძოდ კი მისი პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები გადაეცა.