„ფიზიკის როლი კრეატიულ სამყაროში“

15:25, 19.03.2023

„ფიზიკის როლი კრეატიულ სამყაროში“ – ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ახალგაზრდებისთვის შემეცნებით-ინტერაქციულ ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს. გამოფენის გარდა, ფიზიკითა და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი