ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე

ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღი ფოთში საზეიმოდ აღინიშნა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა, დღესასწაული კი გალა კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კამერულმა ორკესტრმა და ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს. ღონისძიებაზე ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიატები და ფოთის საპატიო მოქალაქეებიც გამოავლინეს.