ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, -აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აკეთებენ.
ორგანიცაზიამ მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან კომპანია „გრინვეი“ პრივილეგიებით სარგებლობს და სხვა კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან.
ბრალდებებს ეკონომიკის სამინისტროში არ უპასუხეს, კომპანია „გრინვეიში“ კი ასოციაციის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს კატეგორიულად უარყოფენ.