სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდა

ტექნიკური ინსპექტირების გავლა უკვე ყველა ავტომფლობელისთვის სავალდებულოა.

დღემდე ეს ვალდებულება სამგზავრო, სატვირთო, იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფ, ასევე 3 ათასი კუბური სანტიმეტრის და მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს ეხებოდა. ახლა კი ტექდათვალიერების გავლა 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებძრავიან ავტომობილებსაც მოუწევთ. უკვე შემოწმებული 115 ათასი სატრანსპორტო საშუალებიდან, ყოველმა მესამემ სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, 4 ათასამდე მანქანას კი გზებზე მოძრაობა საერთოდ აეკრძალა.

რამდენად გამართულია მცირე მოცულობის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილები, რომელთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს – ეს ტექ-ინსპექტირების მომდევნო ეტაპზე გაირკვევა.

ტექდათვალიერების ვადები და პირობები – ნახეთ  მარიამ აფციაურის სიუჟეტში.