ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმები დაეკისრებათ. გიორგი შიოლაშვილის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზე. კერძოდ, საუბარია ინსპექტირების 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. შიოლაშვილის ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება.