ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ სამი კვარტლის მონაცემები წარმოადგინა.

ეკა ლალიაშვილის განმარტებით, წინა წელთან შედარებით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია, კერძოდ,  10 %ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, 2%-ით  – სიკვდილიანობა და 10%-ით – დაშავებულთა რაოდენობა.

ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მომავალი წლიდან უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ავტოსკოლების ლიცენზიას, რადგან მოსი განმარტებით, სასწავლო დაწესებულება ფუნქციას ვერ ასრულებს და სათანადო ცოდნას ვერ აძლევს მოსწავლეებს, ასევე, ორგანიზაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან დაიწყოს.

ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ტექინსპექტირება აუცილებელი რეფორმა იყო, თუმცა ამან ვერ ჩააბარა გამოცდა გამონაბოლქვის შემცირების კუთხით. ლალიაშვილს მიაჩნია, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და გააკონტროლოს გამონაბოლქვის პრობლემა.