საკანონმდებლო ინიციატივა

ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითობის შემთხვევაში, დამატებითი ჯარიმა დაწესდება 150 ლარის ოდენობით. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება. ცვლილებების მიზანია ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ხარვეზების აღმოფხვრა.