საქართველოს მწერალთა სახლში თეონა დოლენჯაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი „ჩიტი არ გამოფრინდება“ მას შემდეგ დაიწერა, რაც ავტორი თურქეთ-სირიის საზღვარზე, სირიიდან ლტოლვილებს შეხვდა და მათი ისტორიები მოისმინა. ავტორის განცხადებით, წიგნის დაწერა ემოციურად საკმაოდ რთული პროცესი იყო, რადგან მას დევნილების რეალური ისტორიები დაედო.
მოამბე