თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თენგიზ ცერცვაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აივ შიდსის სამსახურის ფუძემდებლის საღამოზე პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ თენგიზ ცერცვაძეს იუბილე მიულოცეს, სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერს ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.