რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება.
ხელშეკრულება დღეს ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა. ის ტენდერის საფუძველზე შეირჩა. ავტობანის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე იგეგმება ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, 35 ახალი ხიდითა და 18 გვირაბით. სამუშაო, რომლის ღირებულება 700 მილიონ ლარს აჭარბებს, 3 წელიწადში უნდა დასრულდეს.