თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა ნაწილობრივ დაიხურა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა ნაწილობრივ დაიხურა. მთავარი მოწმის დაკითხვას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარეები ესწრებიან.

პროცესის დაწყებისთანავე საქმის პროკურორმა სხდომის ნაწილობრივ დახურვა მოითხოვა, შუამდგომლობაში კი განმარტა, რომ არსებობდა მთავარ მოწმესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის საფრთხე.

დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მათი თქმით, ბრალდებას ერთ-ერთი მთავარი მოწმის კომფორტულ გარემოში დაკითხვა სურდა. საბოლოოდ მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და სხდომა ნაწილობრივ დახურა.