თემურ აბაზოვის საქმის სასამართლო სხდომა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი დაიკითხა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მოწმემ დეტალურად ისაუბრა საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და მოპოვებულ მტკიცებულებებზე. დაცვის მხარის თქმით კი, აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას ძირითადი ყურადღება პროცესუალურ დარღვევებზე გამახვილდება.

სასამართლომ დღეს ასევე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა, თუმცა მერნეულის ყოფილი მერი ისევ პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.