ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტის მაგალითი.
კლიპში ყურადღება გამახვილებულია უმოკლეს დროში საგანმანათლებლო სატელევიზიო არხების შექმნასა და მოსწავლეებისთვის ალტერნატიული გზით განათლების მიწოდებაზე.
ვიდეორგოლში 17 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის საქართველოს პირველი არხი მონაწილეობს.
პირველი არხი | განათლება