თელავში შვილმა დედა დაჭრა.
დაშავებული საავადმყოფოშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდა ქალმა, დედას მხარის არეში, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.
რა გახდა დედა-შვილს შორის ოჯახური კონფლიქტის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.