თელავში შვილმა დედა დაჭრა

თელავში შვილმა დედა დაჭრა.

დაშავებული საავადმყოფოშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდა ქალმა, დედას  მხარის არეში, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

რა გახდა დედა-შვილს შორის ოჯახური კონფლიქტის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.