თელავში კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა
თელავში კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი ოფისი კახეთის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და ის ტურისტებთან ერთად, ინვესტორების მოზიდვას და რეგიონის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებასაც უზრუნველყოფს.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ჩამოყალიბება, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კახეთის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას შეუწყობს ხელს.