ფრანგი ჟურნალისტები კახეთში

საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობენ. მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა. სხვადასხვა მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილები დაათვალიერეს.

ტურის ფარგლებში, 2020 წლისთვის საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ სტატიები, ფოტორეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაეცნობა.