თეატრებისთვის ბრენდული მიკროავტობუსების გადაცემა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებს უახლესი ბრენდირებული მიკროავტობუსები გადასცა. საჩუქარი თბილისის ორმა და რეგიონების რვა თეატრმა მიიღო. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა, რომელმაც თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს აღნიშნული საჩუქარი.

2022 წლის 25 თებერვალს, ათი ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია შპს „სენამოტორსმა“. მიკროავტობუსების ჯამურმა თანხამ მილიონ სამოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცი ლარი შეადგინა. გამოყოფილია დამატებით ერთი მლნ ლარი, რომ 2023 წლისთვის კიდევ ათ თეატრს გადაეცეს ტრანსპორტი, რათა მსახიობებმა შეძლონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა და თეატრი გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის.